ახალი ამბები

CNN – რუსულმა ძალებმა დაიკავეს კიევიდან 25 კილომეტრში მდებარე აეროპორტი

24 თებერვალი, 2022 • 1596
CNN – რუსულმა ძალებმა დაიკავეს კიევიდან 25 კილომეტრში მდებარე აეროპორტი

ამერიკული CNN-ის ცნობით, რუსულმა სადესანტო ძალებმა დაიკავეს ანტონოვის აეროპორტი, რომელიც კიევის სიახლოვეს, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ადგილზე CNN-ის კორესპოდენტი მეთიუ ჩენსი იმყოფება, რომლის განცხადებითაც, რუსმა მებრძოლებმა მას უფლება მისცეს გადაეღო ადგილზე შექმნილი ვითარება.

მისი განცხადებით, რუსები მედესანტეები არიან. როგორც მასთან საუბარში დანაყოფის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის სროლები გაიმართა, რაც CNN-ის თანახმად, მიანიშნებს, რომ უკრაინული მხარე აეროპორტის დასაბრუნებლად კონტრშეტევის განხორციელებას ცდილობს.

რუსეთი უკრაინას 24 თებერვალს დაესხა თავს. ამჟამად რუსეთი უკრაინას ბელარუსისა და საკუთარი საზღვრებიდან უტევს. ასევე დაიბომბა უკრაინის ძირითადი ქალაქებიც, მათ შორის ხარკოვი, ოდესა, მარიუპოლი და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი