ახალი ამბები

აზერბაიჯანი ლარსის გახსნით შეშფოთებულია

4 მარტი, 2010 • 1152
აზერბაიჯანი ლარსის გახსნით შეშფოთებულია

აზერბაიჯანი ლარსის გახსნით შეშფოთებულია

 

 „ ზემო ლარსის გამოვლით არცერთი ტყვია არ შემოვა“, –ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით.

„თუ  „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტიდან, სომხეთში რაიმე სახის იარიღი შევა, მაშინ აზერბაიჯანი რეაგირებას მოახდენს“ –განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთ –საქართველოს ეს სახმელეთო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი–ზემო ლარსი“, სამი წლის შემდეგ სწორედ სომხეთის უშუალო მონაწილეობით გაიხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორს ოფიციალური რელიზითაც, „ყაზბეგი–ზემო ლარისის“ გამშვები პუნქტი სომხეთის თხოვნით გაიხსნა.

თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც  აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პუნქტის გახსნთან დაკავშირებით სომხეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

სკანდალი აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, რუსეთიდან სომხეთში იარაღის გადატანასთან დაკავშირებით, 2009 წელსაც არსებობდა . როცა ლაპარაკი იყო 800 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული  სამხედრო ტექნიკის სომხეთში გადატანაზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის განცხადებით, შეიძლება ამ გამშვები პუნქტით, გიუმრში,რუსული სამხედრო ბაზისთვის შემოიტანონ იარაღი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი