ახალი ამბები

დაზვერვის ინფორმაციით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ საფრთხე გვემუქრება – პრემიერი

23 თებერვალი, 2022 •
დაზვერვის ინფორმაციით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ საფრთხე გვემუქრება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს დაზვერვის ინფორმაციით, დღეს, უკრაინის კრიზისის ფონზე, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება.

„რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება“.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, „საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს“ და 2008 წლის ომს მან უწოდა „ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ“.

„თავად უკრაინისთვის კი რუსეთი ძალიან დიდი საფრთხეა. მე მართლაც ძალიან განვიცდი იქ მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი