ახალი ამბები

ერთია სპორტი, მორაგბეები, რუსი ხალხი, მეორეა ურთიერთობა ხელისუფლებასთან – ღარიბაშვილი

23 თებერვალი, 2022 •
ერთია სპორტი, მორაგბეები, რუსი ხალხი, მეორეა ურთიერთობა ხელისუფლებასთან – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი კვირას, 27 თებერვალს, საქართველო-რუსეთის რაგბის ნაკრებთა შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ „უნდა გავმიჯნოთ სპორტი პოლიტიკისგან“.

„მე, როგორც პოლიტიკოსს, როგორც მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან და არავის მივცეთ საშუალება, რაიმე ინტრიგა, პროვოკაცია, ავანტიურა შეიტანოს სპორტში“, – განაცხადა მან „რუსთავი 2-ზე“ საუბრისას.

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გუნდი ჩამოდის. პირველად არ ხვდებიან ჩვენი მორაგბეები რუსეთის ნაკრებს. ზოგადად, სპორტი, მორაგბეები და რუსი ხალხი არის ერთ მხარეს, მეორე [მხარეს] არის ჩვენი ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ჯერ კიდევ პანდემიამდე ათასობით ტურისტი ჩამოდიოდა, ახლაც ასეა“, და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე იქნება, „ურთიერთობები უნდა განმტკიცდეს [ხალხს] ასევე სპორტსმენებს შორის“.

„მინდა ყველას ვთხოვო, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი