ახალი ამბები

„სირცხვილია“ შაბათს უკრაინის მხარდამჭერ აქციას აანონსებს

23 თებერვალი, 2022 • 991
„სირცხვილია“ შაბათს უკრაინის მხარდამჭერ აქციას აანონსებს

მოძრაობა „სირცხვილია“ უკრაინის მხარდამჭერ აქციას შაბათს, 26 თებერვალს, რესპუბლიკის მოედანზე აანონსებს.

„საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც საჭიროა, არ მივცეთ პუტინს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია“, – წერს „სირცხვილია“.

„დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ომს ყოველთვის რუსეთი იწყებს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან. პუტინი თავისი გამოსვლის დროს გვარწმუნებდა, რომ სურს მშვიდობა და არ ითვისებს არცერთი სახელმწიფოს ტერიტორიას, მაგრამ ბოლოს დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აქტს ხელი მოაწერა“, – წერენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორების თანახმად, აქციისთვის საჭირო იქნება ატრიბუტიკა: დროშები, სტიკერები და ბანერები

მასალების გადაბეჭდვის წესი