ახალი ამბები

შტატების უშიშროებამ ზელენსკის აცნობა, რომ 48 საათში შეიჭრებიან – „ნიუსვიკი“

23 თებერვალი, 2022 • 6142
შტატების უშიშროებამ ზელენსკის აცნობა, რომ 48 საათში შეიჭრებიან – „ნიუსვიკი“

ამერიკული გამოცემა „ნიუსვიკის“ წყაროების ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დღეს, 23 ბერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა შტატების უშიშროების ხელთ არსებული უახლესი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას მომდევნო 48 საათის განმავლობაში განახორციელებს.

„უკრაინის პრეზიდენტი იქნა გაფრთხილებული, რომ რუსეთი დიდი ალბათობით დაიწყებს შეჭრას მომდევნო 48 საათში, შტატების უშიშროების ხელთ არსებული ცნობების თანახმად“, – გამოცემის თანახმად, ასე განუცხადა მათ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

„ნიუსვიკი“ წერს იმასაც, რომ ცნობა, რომლის თანახმადაც შტატებმა ეს ინფორმაცია ზელენსკის გადასცა, უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმაც დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ ეს იყო უკვე მესამე მსავსი გაფრთხილება ამ თვეში.


რუსეთის ფედერაციამ 21 თებერვალს დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკები.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა სანქციები დააწესეს.

უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი