ახალი ამბები

ევროკავშირი საგანგებო სამიტს გამართავს

23 თებერვალი, 2022 • 484
ევროკავშირი საგანგებო სამიტს გამართავს

ევროკავშირის ლიდერები ხვალ, 24 თებერვალს ბრიუსელში საგანგებო სამიტს გამართავენ რუსეთ-უკრაინის კრიზისის განსახილველად.

ევროპული საბჭოს ხელმძვანელმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მისწერა წერილი, სადაც წერს:

„მნიშვნელოვანია, რომ კვლავ ვიყოთ ერთიანები, მტკიცენი და ერთად განვსაზღვროთ ჩვენი კოლექტიური მიდგომა და ქმედებები“.

შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

„[რუსეთის ფედერაციის ქმედებები] ასევე ძირს უთხრის ევროპული უშიშროების წესრიგს. ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენებით საზღვრების ცვლილების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის“, – წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი