ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ლგბტქი აქტივისტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოკლეს

22 თებერვალი, 2022 • 1726
აზერბაიჯანში ლგბტქი აქტივისტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოკლეს

აზერბაიჯანში ლგბტქი ორგანიზაციის წევრი და ჟურნალისტი, ავაზ ჰაფიზლი ჰომოფობიურ ნიადაგზე ბიძაშვილმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაცია ჰაფიზლის ახლობლებმა და ლგბტქი თემის წევრებმა დღეს, 22 თებერვალს გაავრცელეს.

მკვლელობის ფაქტი დაადასტურა აზერბაიჯანის პროკურატურამაც. უწყების ინფორმაციით, ჰაფიზლი დღეს, ადგილობრივი დროით 16 საათზე, საკუთარმა ბიძაშვილმა ამრულა გულალიევმა დანით  მოკლა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო მთვრალი. ის დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მკვლელობას წინ უძღოდა პერსონალურ საკთხზე შელაპარაკება.

მასალების გადაბეჭდვის წესი