ახალი ამბები

პარტიები და ელექტორატი ახალქალაქში წინასაარჩევნოდ

3 მარტი, 2010 • 1378
პარტიები და ელექტორატი ახალქალაქში წინასაარჩევნოდ

არჩევნებამდე სამი თვით ადრე ახალქალაქში პოლიტიკური აქტიურობა არ შეიმჩნევა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი, თუმცა, საქართველოს პოლიტიკურმა მოძრაობებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით ჯერჯერობით გეგმები ვერ ჩამოაყალიბეს. 

მაისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არჩევნები  ჩატარდება. იქნება ეს ნამდვილი არჩევნები, თუ კანდიდატთა სია მხოლოდ მმართველი პარტიის უალტერნატივო წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, ჯერ არავინ იცის.
 

საქართველოში მოქმედი პარტიებიდან ახალქალაქში ყველაზე ცნობილი მმართველი პარტიაა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი ქალაქ ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს. რას საქმიანობს ეს ოფისი, ამჟამად ამაზე არ ვისაუბრებთ, თუმცა ცენტრალურ ქუჩაზე ყველა გამვლელმა მისი არსებობის შესახებ რომ იცის, ეს ფაქტია. 

“წელიწადია, რაც ჩვენი ოფისი ფუნქციონირებს. კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტებში ოფისის გახსნის უფლება ყველა პარტიას აქვს. ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომლებიც მოქალაქეებს შემოაქვთ”, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე არუთიუნ ოგანესიანი. 

პოლიტიკური პარტიების მეორე და, როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი ოპოზიციური პარტიის ოფისი ახალქალაქში მხოლოდ დიდი ძებნის შემდეგ აღმოვაჩინეთ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ოფისი ახალქალაქში მეორე წელია, მუშაობს. 

“არჩევნების დროს ორთვიანი საარჩევნო შტაბი იყო, შემდეგ კი უბრალოდ შენობა არ გვქონდა, თუმცა მუშაობას მაინც ვაგრძელებდით. ასე რომ, ჩვენი ოფისი არც დახურულა. p მუნიციპალიტეტის მიერ შენობის გამოყოფის შემდეგ ახალ მისამართზე გადავედით. ამჟამად საუბნო კომისიებს ვაყალიბებთ და ხალხს ვხვდებით”, – ამბობს ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალქალაქის წარმომადგენლობის თავმჯდომარე სოსო ბალახაძე. გოგაშენსა და ოკამში უკვე ცნობილია კანდიდატთა ვინაობაც. 
ამით ახალქალაქში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა იწურება. 
წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ როდესაც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მმართველი პარტია ხმათა 80-90 პროცენტს იღებს, ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოთქვამს. რა სურათი გვექნება ამ არჩევნებზე, რთული სათქმელია, რადგან ოპოზიციურიპარტიებისგან, რომლებსაც ახალქალაქთან დაკავშირებულ გეგმებზე კითხვები დავუსვით, დაზუსტებული პასუხები ვერ მივიღეთ. 
პარტია “ახალი მემარჯვენეების” პრესცენტრში პასუხი დაუყოვნებლივ, პირველივე სატელეფონო ზარის მეშვეობით მივიღეთ:  “კომენტარისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ, რადგან სამომავლო გეგმები განსაზღვრული არ გვაქვს, განსაკუთრებით, ახალქალაქში”. 
“რესპუბლიკური პარტიისგან” სამი კვირის განმავლობაში ტელეფონით რეკვის მიუხედავად, პასუხი მაინც ვერ მივიღეთ. პრესმდივანის, ვინმე მარიკას პასუხი მუდმივად ერთი და იგივე იყო: “ახლა ვერაფერს გიპასუხებთ, მოგვიანებით დარეკეთ”, თუმცა ეს “მოგვიანებით” ვერა და ვერ დადგა. 
ოპოზიციური პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიასგან პასუხი ორკვირიანი მცდელობის შედეგად  მივიღეთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი