ახალი ამბები

პუტინმა მაკრონსა და შოლცს აცნობა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებს – კრემლი

21 თებერვალი, 2022 • 1238
პუტინმა მაკრონსა და შოლცს აცნობა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებს – კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის ფედერაციის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

პუტინმა ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს აცნობა, რომ უახლოეს დროში ხელს მოაწერს შესაბამის განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის თაობაზე.

კრემლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერაციის კანცლერმა მოვლენების ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს, ამასთან, კონტაქტის გაგრძელებასთან დაკავშრიებით გამოთქვეს მზადყოფნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი