აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  22 თებერვალს, მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მოკავშირეობის მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორმხრივი მოკავშირეობის მემორანდუმი პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებს შეეხება და ოფიციალური ცნობითვე, ორი ქვეყნის ურთიერთობების “ხარისხობრივად ახალ ეტაპზე” გადასვლას მოიაზრებს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ლიდერებს შორის განხილული იქნება შეხვედრის დროს 2020 წლის 9 ნოემბრის ყარაბაღის ომის დასრულებაზე სამმხრივი  [რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი] შეთანხმების რეალიზაცია.