ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში, ევრონესტის სესიაზე აზერბაიჯანელი დეპუტატებიც მონაწილეობენ

21 თებერვალი, 2022 •
ერევანში, ევრონესტის სესიაზე აზერბაიჯანელი დეპუტატებიც მონაწილეობენ

21-22 თებერვალს ერევანში იმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სესია, რომელსაც  ესწრებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროპარლამენტის წევრები, მათ შორის არიან აზერბაიჯანელი, ქართველი და უკრაინელი დეპუტატები.

ოფიციალური დღის წესრიგის შესაბამისად, 22 თებერვალს გაიმართება ევრონესტის კომიტეტების სხდომა პოლიტიკურ, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ენერგოუსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის, სამართლებრივი ნორმების დაახლოების, სოციალურ, განათლების, კულტურის და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებზე.

აზერბაიჯანულ დელეგაციას წარმოადგენენ მილიმეჯლისის წევრები, თაჰირ მირქიშილი და სულთან მამედოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი