ახალი ამბები

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა დღეს დროებით შეიზღუდება

21 თებერვალი, 2022 • 6194
რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა დღეს დროებით შეიზღუდება

დღეს, 21 თებერვალს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 174-ე კილომეტრზე მოძრაობა რამდენჯერმე 10-15 წუთით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მოძრაობა დროებით იზღუდება 11:00 საათიდან 11:15 საათამდე, ასევე, 15:00-15:15 და 17:00-17:15 საათების შუალედებში. შეზღუდვის მიზეზი უბისა-შორაპნის მაგისტრალის მშენებლობის პროცესში ხიდზე რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟია.

მასალების გადაბეჭდვის წესი