ედუარდ კოკოითი, რომელსაც 2001-2011 წლებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი ეკავა, 2022 წლის 10 აპრილის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა დღეს, 18 თებერვალს ცხინვალში წარადგინა.
“ძალიან მადლობელი ვარ, რომ შემომთავზეთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა”, – განაცხადა კოკოითიმ დღევანდელი შეკრების დროს მხარდამჭერებთან გამოსვლისას. ამასთან, მას არ განუმარტავს, გეგმავს თუ არა კანდიდატად დარეგისტირებაზე განაცახდის შეტანას.
რამდენიმე დღის წინ ედუარდ კოკოითიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ არც პრეზიდენტობას აპირებს და არც რომელიმე კანდიდატს უჭერს მხარს.
2017 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე კოკოითის უარი უთხრეს კანდიდატად დარეგისტრირებაზე, რადგანაც ადგილობრივი რეგულაციით, საპრეზიდენტო კანდიდატს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა.