ახალი ამბები

ატლანტის ოკეანეში პორშეებით დატვირთული გემი იწვის

18 თებერვალი, 2022 • 3450
ატლანტის ოკეანეში პორშეებით დატვირთული გემი იწვის

ატლანტის ოკეანეში, აზორის კუნძულებთან, იწვის სატვირთო გემი, რომელიც ძვირადღირებული მანქანებითაა დატვირთული.

გემი „პორშესა“ და „ფოლკსვაგენის“ ბრენდის მანქანებით არის დატვირთული. ის გერმანიიდან აშშ-ში, კერძოდ, როუდ აილენდში მიდიოდა.

როგორც СNN იუწყება, მას შემდეგ, რაც ცეცხლი გაჩნდა, ეკიპაჟის 22-ვე წევრმა გემი დატოვა. უახლოეს დროში იგეგმება გემის ბუქსირით მიყვანა უახლოეს პორტამდე.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალების შესახებ უცნობია, მათ შორის უცნობია ზარალის რაოდენობაც. თუმცა, როგორც გამოცემას „პორშემ“ უთხრა, მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს იმ მომხმარებლებს, რომელთა ნაყიდი მანქანებიც გემზე იმყოფება.

სატვირთო გემი Felicity Ace პანამის დროშის ქვეშ ცურავს და იაპონურ კომპანიას ეკუთვნის. მისი სიგრძე 200 მეტრია და შეუძლია რამდენიმე ათასი ავტომობილის გადატანა.

მთავარი ფოტო: @gonbauti/twitter

მასალების გადაბეჭდვის წესი