ახალი ამბები

ბანკებსა და სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმა მიმდინარეობს – უკრაინა

15 თებერვალი, 2022 • 1449
ბანკებსა და სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმა მიმდინარეობს – უკრაინა

უკრაინაში, ბანკებისა და ოფიციალური უწყებების საიტებზე კიბერთავდასხმა მიმდინარეობს. ცნობას ადასტურებს უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრიც.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სერიოზული ხარვეზებით მუშაობენ, როგორც კერძო ბანკები, „პრივატბანკი“ და „სბერბანკი“, ასევე ოფიციალური უწყებების საიტებიც – თავდაცვის სამინისტროსვე და უკრაინის შეიარაღებული ძალების საიტები.

„არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა მიმართა მცირედი ხულიგნობის გზას, რადგან მისი აგრესიული გეგმები არ მუშაობს“, – ნათქვამია სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში.

 

ოფიციალურ განცხადებამდე უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ 15 თებერვლის დილით „პრივატბანკის“ მომხმარებლებმა მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობდა, რომ ბანკომატები არ იმუშავებდა. მალევე ამავე ბანკის მობილურმა აპლიკაციამ მუშაობა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ მათ სერვერებზე DDoS თავდასხმა მოხდა.

ამასთანავე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს საიტმა მუშაობა შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი