ახალი ამბები

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

14 თებერვალი, 2022 • 3339
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრა საქართველოს დროით 18:13 წუთზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან მოხდა.

6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, 13 თებერვალს მოხდა, რომლის ეპიცენტრიც ასევე სოფელ სამებასთან იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი