ახალი ამბები

გარდაიცვალა როსტომ საგინაშვილი, კოსმოსში გაგზავნილი “ჩაკრულოს” შემსრულებელი

13 თებერვალი, 2022 •
გარდაიცვალა როსტომ საგინაშვილი, კოსმოსში გაგზავნილი “ჩაკრულოს” შემსრულებელი

გარდაიცვალა მომღერალი როსტომ საგინაშვილი, რომლის მიერ შესრულებული “ჩაკრულო” გასული საუკუნის 70-იან წლებში კოსმოსში გაუშვეს. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

როსტომ საგინაშვილი ქართლ-კახურ სიმღერებს ასრულებდა. მისი და მომღერალ ილია ზაქაიძის მიერ შესრულებული “ჩაკრულო” ერთ-ერთი იყო 27 მუსიკალური ნაწარმოებს შორის, რომლებიც NASA-მ კოსმოსში 1977 წელს გაგზავნა.

“მისი და ილია ზაქაიძის დუეტი დიდხანს ამშვენებდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, რომელსაც სათავეში დიდებული ანზორ კავსაძე ედგა.

სწორედ ამ დიდმა ხელოვანმა აღმოაჩინა გურჯაანის გუნდში როსტომი და სახელმწიფო ანსამბლში წამოიყვანა…” — წერს ფოლკლორის ცენტრი.

ფოლკლორის ცენტრი და კულტურის სამინისტრო თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი