ახალი ამბები

თუ პუტინი უკრაინას დაესხმება, მიცვალებულების ტომრებს მიიღებს – ვენდი შერმანი

11 თებერვალი, 2022 •
თუ პუტინი უკრაინას დაესხმება, მიცვალებულების ტომრებს მიიღებს – ვენდი შერმანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის განცხადებით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს ის შედეგები, რასაც მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას თავს დაესხმება.

„თუ ვლადიმერ პუტინი მიიღებს ამ გადაწყვეტიულებას [თავს დაესხმება უკრაინას]…, მან უნდა გაიაზროს, რომ ტომრებში მოთავსებულ გარდაცვლილები გაიგზავნება უკან, მოსკოვში. რუსეთის მოქალაქეები დაიტანჯებიან, რადგან მათი ეკონომიკა მთლიანად განადგურდება. ეს არის არჩევანი მისთვის და იმ ყოველივეს გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა ვენდი შერმანმა ამერიკულ MSNBC-სთან საუბარში 10 თებერვალს.

უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ ერთხელ 2022 წლის იანვრის თვიდან დაიძაბა.

რუსეთი დასავლეთისგან კვლავ ითხოვს „ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს“, რაც ნატოს არგაფართოებასა და აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანას გულისხმობს, პარალელურად კი, უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზაციას ახდენს.

დასავლური სახელმწიფოების სადაზვერვო უწყებების თანახმად, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადებოდეს, რასაც რუსეთში უარყოფენ.

რუსული ჯარები ბელარუსში, უკრაინის საზღვრის სიახლოვესაცაა განლაგებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი