რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს მხრიდან რუსეთისთვის უსაფრთხოების იურიდიული გარანტიების უზრუნვეყოფის შესახებ კვლავ საუბრობს.
ამის შესახებ იგი რუსი დიპლომატებისადმი პროფესიული დღის მისალოცად გაგზავნილ წერილში წერს.
„მსოფლიოში ვითარება კიდევ უფრო დაძაბული და ტურბულენტური ხდება. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას, სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველუყოფის, გამოწვევებისა და საფრთხეების გასამკლავებლად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი, ლეგალური გარანტიების უზრუნველყოფით შეერთებული შტატებისა და მისი ნატოს მოკავშირეებისგან“, – წერია პუტინის წერილში.
რუსეთმა დასავლეთს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს მოთხოვნები წაუყენა, რასაც თავად უწოდებს ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს.
რუსეთი, უკრაინის საზღვართან კრიზისის შექმნის პარალელურად, დასავლეთისგან მოითხოვს ნატოს არგაფართოებასა და ევროპის აღმოსავლეთიდან ძალების გაყვანას.
რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ისა და ნატოს მიერ წერილობითი პასუხის გადაცემის შემდეგ, კრემლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დასავლეთმა არ უპასუხა მოსკოვის მოთხოვნებს.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს ღია კარის პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება.