ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის 2020 წლის ომში 217 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა | ფაშინიანი

10 თებერვალი, 2022 • 2037
ყარაბაღის 2020 წლის ომში 217 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა | ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის 9 თებერვლის განცხადებით, ყარაბაღის 2020 წლის ომში 3812 [3736 სამხედრო და 76 სამოქალაქო პირი] ადამიანი დაიღუპა და ამ დროის მონაცემებით, 217 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის 21 სამოქალაქო პირია.

აზერბაიჯანული მხარის მონაცემებით, 2020 წლის საომარი მოქმედებების დროს 2908 ადამიანი დაიღუპა და 14 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ამასთან, არაოფიციალური მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 12 ათასამდეა.

2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღში დაწყებული აქტიური საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გაგრძელდა და უკანასკნელი დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი აღმოჩნდა. ომი აზერბაიჯანის გამარჯვებითა და რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამმხრივი შეთახმებით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანმა დაახლოებით 3,800 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავა და კიდევ 4,700 კვ.კმ  10 ნოემბრის სამმხრივი “განცხადების” შედეგად მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი