ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იტალიის პარლამენტში “აფხაზების თვითგამორკვევაზე” პრესკონფერენცია იმართება

9 თებერვალი, 2022 • 2077
იტალიის პარლამენტში “აფხაზების თვითგამორკვევაზე” პრესკონფერენცია იმართება

დღეს, 9 თებერვალს, იტალიის პარლამენტში იმართება პრესკონფერენცია “თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა”, რომელზეც ონლაინ რეჟიმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც სიტყვით გამოდის.

აფხაზური მხარის ცნობით, პრესკონფერენციის გამართვა შესაძლებელი გახდა იტალიაში აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ვიტო გრიტანის და აფხაზეთის მეგობრების მხარდაჭერით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში დიპლომატიური არხების მეშვეობით აქტიური კომუნიკაცია აქვს იტალიის მხარესთან.

„იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იტალიის მხარეს არერთხელ გაუკეთებია იტალიის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება. რაც შეეხება აღნიშნულ პოლიტიკოსს, მატეო დალ’ოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში. პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან“, — აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი