ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია.

შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე კარიერაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

პირველი საშეჯიბრო დღე ქართველმა ძიუდოისტებმა, ჯამში, 3 მედლით დაასრულეს. შავდათუაშვილის ოქრომდე, ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გარეკანის ფოტო: Facebook/Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია