ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს

4 თებერვალი, 2022 • 7892
აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა, ქალაქ განჯაში 3 თებერვლის ვიზიტის დროს ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს.

“განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანში დაბრუნების საკითხი, საქართველოში ჩემი შარშანდელი ვიზიტის დღის წესრიგში იდგა. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. როგორც ცნობილია, არსებობს სახელმწიფოთაშორისი კომისია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს”, – განუცხადა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ანარ ქერიმოვმა, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა.

განჯის ჭიშკრის დაბრუნების საკითხზე ქართული მხარის პოზიციის გასაგებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, საიდანაც კულტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს. კულტურის სამინისტრომ – საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე დემეტრე I-მა (1125-1156 წწ.) 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი კი, გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი. ფრაგმენტი ქართული წარწერით დღემდე გელათშია დაცული. ის შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშად არის მიჩნეული. დამზადებულია თუჯისა და რკინისაგან, მოპირკეთებულია ორნამენტებით და მოხატულობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი