ახალი ამბები

მერია მისი რამდენიმე სამსახურისთვის ახალი შენობის აშენებას გეგმავს

3 თებერვალი, 2022 • 944
მერია მისი რამდენიმე სამსახურისთვის ახალი შენობის აშენებას გეგმავს

თბილისის მერია გეგმავს, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე ახალი ადმინისტრაციული შენობა ააშენოს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ შენობაში უნდა განთავსდეს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური.

ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე.

„აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ამ გადაწყვეტილების პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, მილიონების გადახდა და ახალი შენობების აშენება გაუმართლებელია.

მერიის დღევანდელი განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რამდენი უნდა დაჯდეს შენობა ან არსებობს თუ არა მისი პროექტი. ამ დეტალების დაზუსტებას ნეტგაზეთი ამ დრომდე ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი