ახალი ამბები

ირაკლი ალასანიას განცხადებების ტრანსფორმაცია

25 თებერვალი, 2010 • 1340
ირაკლი ალასანიას განცხადებების ტრანსფორმაცია

16.02.10 “ჯი-ეიჩ-ენი”


“არსებობს მოსაზრება, რომ ოპოზიციური ერთობა პრაიმერის საშუალებით მოხდეს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონსულტაციების საშუალებითაც არის შესაძლებელი. არსებობენ ძალები, რომლებიც არც პრაიმერში და არც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ჩვენ კონსულტაციები ასეთ ძალებთანაც გვაქვს. მთავარია, რომ საერთო მიზნამდე მივიდეთ. მიზანი კი ერთიანი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება და არჩევნებში ისე გასვლაა”, –

 17.02.10 “ჯიეიჩენი

 დავით გამყრელიძე ალასანიას შესახებ:

“იყო დრო, როცა ჩვენ მხარს ვუჭერდით ლევან გაჩეჩილაძეს, როგორც ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დღეს ჩვენი შეხედულებები შეიცვალა და მიგვაჩნია, რომ ირაკლი ალასანია საუკეთესო კანდიდატურაა თბილისის მერის არჩევნებზე. მივესალმებთ გაჩეჩილაძის ყოფნას მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენთვის საინტერესოა მისი წინადადებები და შეხედულებები”,

18.02.10 “ჯი-ეიჩ-ენი”
“არჩევნებიდან ჩემი კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ, არავის სასარგებლოდ. ალიანსი პირველი იყო, რომელმაც თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელა”,

18.02.10 “ჯი-ეიჩ-ენი”
“ოპოზიციას შეთანხმება შეუძლია. მეც და ჩემი პოლიტიკური გუნდიც მტკიცედ ვდგევართ ამ აზრზე. ოპოზიციურ ძალებთან შევძლებთ, მივაღწიოთ იმ შეთანხმებას, რომელიც ერთიან კანდიდატამდე მიგვიყვანს მერის არჩევნებში. “ალიანსის” პოზიცია არის საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისი, რადგან საზოგადოებისთვის დიდი სტიმული იქნება ერთიანობა”,
“ნოღაიდელს რაც შეეხება, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად იდენტური. საგარეო პოლიტიკური და სხვა იდეოლოგიური განსხვავებები ჩვენს შორის იმდენად დიდია, რომ ნოღაიდელის პოლიტიკურ გუნდთან ალიანსში ან რაიმე პოლიტიკურ შეთანხმებებში ვერ შევალთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვისაც კანდიდატები ჰყავს დასახელებული, ვერ მივაღწიოთ შეთანხმებას”,

22.02.2010   „პირველი“

“მზად ვარ, ლევან გაჩეჩილაძეს კონკურენცია გავუწიო, თუ კი ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად მას დაასახელებს. მის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ”,


22.02.10 “ჯი-ეიჩ-ენი”

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ერთიან კანდიდატზე შეთანხმების პროცესში ჩავერთო”,

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

22.02.2010 ინტერპრესნიუსი
“ალიანსში” შემავალი პოლიტიკური ძალები მივედით დასკვნამდე, რომ, რადგან არ გვაქვს პოზიციათა თანხვედრა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის ფორმაზე, დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავერთოთ თუ არა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში.
მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ  გათითოკაცებული პარტიები წარმატების შანს ვუშვებთ ხელიდან. ჩვენ საზოგადოებას უნდა დავუდასტუროთ ერთი რამ, რომ არა მარტო ვიცით, როგორ უნდა განხორციელდეს ცვლილებები, არამედ შეგვიძლია კიდეც ამის გაკეთება. ჩვენ არ ვთანხმდებით პოლიტიკურ ბლოკზე. ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ერთობას  – ჩვენ მხოლოდ გვინდა,შევთანხმდეთ ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის მოდელზე. ერთი კანდიდატი გამოიკვეთოს და ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. ამ შემთხვევაში წარამატების შანსი ცხადია, იზრდება. ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენციითა და დებატებით დავუდასტურებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომლის პოლიტიკური პლატფორმაა უფრო უკეთესი.
მე რამდენადაც ვიცი, ლევან გაჩეჩილაძე დღეს არ არის მერობის კანდიდატი, მაგრამ თუ ის დააყენებს თავის კანდიდატურას, სწორედ ამ არჩევნებში დავამარცხებ ლევან გაჩეჩილაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი