ახალი ამბები

5 ნაბიჯი, რასაც უკრაინისთვის გავაკეთებდი — მიხეილ სააკაშვილი

3 თებერვალი, 2022 • 2258
5 ნაბიჯი, რასაც უკრაინისთვის გავაკეთებდი — მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მთავრობას უკრაინის კრიზისზე პასიურობისთვის აკრიტიკებს და ჩამოთვლის 5 ნაბიჯს, რომელსაც, მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების ნაცვლად გადადგამდა.

„რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში:

  1. გავაგზავნიდი პრემიერს არა მხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის;
  2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვია-წამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს);
  3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე;
  4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს — ლონდონი, ვარშავა, კიევი;
  5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისი აზრით, თუ მსოფლიომ „წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს“.

საქართველოს პარლამენტმა 1 თებერვალს მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. ოპოზიცია მხდალს უწოდებს რეზოლუციის ტექსტს და მიიჩნევს, რომ საქართველომ უფრო აქტიური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს უკრაინას. „ქართული ოცნების“ განცხადებით კი, რეზოლუცია პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი