ახალი ამბები

ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა

3 თებერვალი, 2022 •
ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა

3 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ მიმდინარე კრიზისის ფონზე, უკრაინის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეთანხმების გაფორმება, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაცაა.

„ნათელია, რომ კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი გზებითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემით. თურქეთი მზადაა, შეიტანოს წვლილი საკუთარ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდორანმა.

თურქი ლიდერი უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით იმყოფება.

ერდოღანი ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინა-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 სხდომაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი