ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

31 იანვარი, 2022 • 916
ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობა ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ღარიბაშვილი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს. ამასთანავე, ადმინისტრაცია იუწყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს „ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა.

„პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა“, – დასძენს ადმინისტრაცია.

პირველად ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი 2021 წლის აპრილში დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი