ახალი ამბებიეკონომიკა

2021-ში მშენებლობის ნებართვები 5.6 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

31 იანვარი, 2022 • 2835
2021-ში მშენებლობის ნებართვები 5.6 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს  საქართველოში გაცემულია 10 095 ნებართვა, რაც წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია.

ნებართვები, ჯამში, 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა, რაც 42.8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს.

ნებართვების 74.4 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 9.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი