ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო წლებში ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა

31 იანვარი, 2022 • 929
ჩრდილოეთ კორეამ ბოლო წლებში ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა

2017 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ ყველაზე დიდი ბალისტიკური რაკეტა გამოსცდა.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ დაადასტურა იაპონიამ და სამხრეთ კორეამაც. მათი თქმით, რაკეტამ 2 000 კმ. სიმაღლეს მიაღწია, რის შემდეგაც უკან დაეშვა და იაპონიის ზღვაში ჩაეშვა. როგორც BBC წერს, ორივე ქვეყანა აღნიშნავს, რომ ამ თვეში ეს იყო მეშვიდე ცდა, რომელიც ჩრ. კორეამ ჩაატარა.

საუბარია საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტაზე. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ იარაღის გაშვების მიზეზი მისი სიზუსტის შემოწმება იყო.

გაერო ჩრდილოეთ კორეას უკრძალავს ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას და ამის გამო ქვეყანას სანქციებიც აქვს დაწესებული. იანვრის დასაწყისში კიდევ ერთი რაკეტის გაშვების გამო დამატებითი სანქციები დააკისრა ჩრდილოეთ კორეას ამერიკამაც.

ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური იარაღის გამოცდის შესახებ თავდაპირველად სამხრეთ კორეამ და იაპონიამ გაავრცელეს. ორივე ქვეყნის ანტისარაკეტო სისტემამ ჭურვი კვირას, 30 იანვარს დააფიქსირა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რაკეტამ საშუალო დისტანცია, 800 კილომეტრი დაფარა და 2 000 კმ სიმაღლეს მიაღწია, რის შემდეგაც იაპონიის წყლებში ჩაეშვა. BBC წერს, რომ სრული ენერგიითა და სტანდარტული ტრაექტორიით რაკეტას 4 000 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ კი ორშაბათს აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და რაკეტის ტესტირების ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა.

რაკეტის ტესტირება ჩრ. კორეაში

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დოქტორი დენიელ პინკსტონი BBC-სთან აღნიშნავს, ტესტირების უკან 4 ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს. მისი თქმით, პირველი საინჟინრო თვალსაზრისით ახალი სისტემის შემოწმებაა, მეორე- საბრძოლო წრთვნა, მესამე- ხვადასხვა აუდიტორიისთვის სიგნალის გაგზავნა, მეოთხე კი, უცხოელი შემსყიდველების დაინტერესებაა:

მასალების გადაბეჭდვის წესი