ახალი ამბები

თბილისი აპირებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს

23 თებერვალი, 2010 • 1658
თბილისი აპირებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს

„აფხაზეთის საჰაერო სივრცე არის საქართველოს საჰაერო სივრცის განუყოფელი ნაწილი და მისი გამოყენება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ 22 თებერვლის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის საავიაციო მიმისვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას კრემლში 17 თებერვალს  მოეწერა ხელი.  ხელშეკრულების მოქმედების ვადა 49 წელია.

ხელშეკრულებას ხელი რუსეთისა და აფხაზეთის ლიდერმებმა მოაწერეს.
თავის მხრივ, პროექტი დადებითად შეაფასა  რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა.

 თბილისი ამ ფაქტზე  რეაგირებისთვის აპირებს  მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO–International Civil Aviation rganization ).  ამ საკითხის შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის შექმნა პარლამენტის თავმჯდომარემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს დაავალა.

„უნდა მივმართოთ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. მიმაჩნია, რომ საპროტესტო ნოტა „აეროფლოტსაც“ უნდა გავუგზავნოთ“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 2008 წლის ივნისში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ( ICAO ) განაცხადა, რომ დაუშვებლად მიიჩნევს საერთაშორისო ფრენებს სოხუმის აეროპორტიდან ქართული მხრიდან შესაბამისი კონტროლის გარეშე. ICAO წარმოადგენს გაეროს დაქვემდებარულ ირგანიზაციას, რომელიც სამოქალაქო ავიაციის და კოორდინირების  ნორმებს აწესებს. მისი მიზანი სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი