ბოლო ორ კვირაში ლარი ევროსთან მიმართებაში 14 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ევროს ღირებულება 29 იანვრისთვის მოქმედი კურსით 3.399 ლარი იქნება.
ევროსთან მიმართებაში გამყარება ლარმა 14 იანვრიდან დაიწყო: 14 იანვარს კურსი 3.538 იყო, 29 იანვრისთვის კი 13 თეთრით არის გამყარებული.

ევროს კურსი
რაც შეეხება ლარის კურსს დოლართან მიმართებაში – ეროვნული ბანკის 29 იანვრის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0521 ლარს შეადგენს.
ლარი დოლართან მიმართებაშიც მყარდება, დაახლოებით, 6 იანვრიდან – 6 იანვარს ერთი დოლარი 3.0964 ლარი ღირდა, 29 იანვრისთვის კი ამ დროიდან ოთხი თეთრით არის გამყარებული.

დოლარის კურსი