ახალი ამბები

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

27 იანვარი, 2022 • 1595
შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე, ინგლისური კლუბის, „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მასთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში, რანგით მეორე დივიზონში ასპარეზობს და ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციას იკავებს. ცოტა ხნის წინ კლუბი თურქმა ბიზნესმენმა, აჯუნ ილიჯალიმ იყიდა.

შოთა არველაძის საფეხბურთო კარიერა 1990 წელს დაიწყო და 2008-ში დამთავრდა. იგი ევროპის სხვადასხვა კლუბებში, მათ შორის ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 61 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ არველაძემ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ბოლოს საფეხბურთო კლუბ „ფახთაქორი ტაშკენტში“ მუშაობდა.


გარეკანის ფოტო: „ჰალ სიტის“ ვებ-გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი