ახალი ამბები

თბილისის ავტობუსების წინა კარით სარგებლობა მგზავრებს კვლავ შეეძლებათ

27 იანვარი, 2022 • 1520
თბილისის ავტობუსების წინა კარით სარგებლობა მგზავრებს კვლავ შეეძლებათ

თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან განთავსებული ბარიერი მოიხსნა. შესაბამისად, მგზავრებს ავტობუსებში ასვლა უკვე წინა კარიდანაც შეუძლიათ.

მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ზემოხსენებული შეზღუდვის მოხსნის წინადადებით უწყებათაშორის საბჭოს ქალაქის მთავრობამ  მიმართა, რასაც საბჭო დაეთანხმა. შედეგად, 26 იანვრიდან ბარიერი მოხსნეს.

თბილისის ავტობუსების წინა ნაწილში ბარიერი 2020 წელს, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან მალევე განათავსეს. შეზღუდვის მიზანი მძღოლისა და მგზავრების ერთმანეთისგან დისტანცირება იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი