ახალი ამბები

რუსეთმა მოთხოვნებზე ამერიკისგან წერილობითი პასუხი მიიღო

26 იანვარი, 2022 • 2652
რუსეთმა მოთხოვნებზე ამერიკისგან წერილობითი პასუხი მიიღო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მოსკოვმა მიიღო ვაშინგტონის წერილობითი პასუხი უსაფრთხოების იმ გარანტიებზე, რაც მანამდე დასავლეთს რუსეთმა შესთავაზა.

რუსული საგარეო უწყების თანახმად, წერილობითი პასუხი მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე გრუშკოს გადასცა ამერიკის ელჩმა ჯონ სალივანმა .

წერილობითი პასუხის გადაცემა დაადასტურა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა წერია ამერიკის მიერ გადაცემულ წერილობით პასუხში.

მასალა განახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი