ახალი ამბები

საქართველო კონფლიქტებთან დაკავშირებით სტრატეგიას გაეროს გააცნობს

23 თებერვალი, 2010 • 1219
საქართველო კონფლიქტებთან დაკავშირებით სტრატეგიას გაეროს გააცნობს

ქართული მხარე კონფლიქტურ  ტერიტორიებთან მიმართებაში შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიას დღეს გაეროს აცნობს.

ქართულ დელეგაციას  ნიუ-იორკში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ხელმძღვანელობს.
“სახელმწიფო სტრატეგია გაეროს წარედგინება.  გარდა იმისა,  თუ როგორ შეაფასებს დოკუმენტს ეს ორგანიზაცია, განხილულ იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი და მონაწილეობა ამ დოკუმენტის განხორციელებაში”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

 ქართულმა მხარემ  სტრატეგიის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა თებერვლიდან დაიწყო.  დოკუმენტი უკვე ცნობილია ეუთოსა და  ევროკავშირისთვის.

საქართველოს მთავრობამ კონფლიქტური  ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია 27 იანვარს დაამტკიცა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი  სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი