ახალი ამბები

„პოლიციელმა მუცელში რამდეჯერმე დაარტყა“ — ინსპექტორმა “დროას“ აქტივისტის დაშავებაზე გამოძიება დაიწყო

25 იანვარი, 2022 • 1489
„პოლიციელმა მუცელში რამდეჯერმე დაარტყა“ —  ინსპექტორმა “დროას“ აქტივისტის დაშავებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ, პარტია “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე დაშავდა. მუცლის არეში ძლიერი ტკივილის გამო, სასწრაფომ იგი კლინიკაში გადაიყვანა.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ შუშანა მაცაბერიძეს პოლიციელმა მუცელში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი. პარტიის ცნობით, დაშავებულს რამდენიმე საათი დატოვებენ კლინიკაში, რათა დააკვირდნენ და ბოლომდე გამოიკვლიონ, რა ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას.

„შუშანას ჯერ ტოვებენ კლინიკაში. დარტყმისგან მუცლის არეში მწვავე ტკივილი აქვს. როგორც კი დიაგნოზი იქნება, ცხადია, ვუჩივლებთ „გაუქმებულ“ ინსპექტორთან. არ მოგასვენებთ მაინც ცემის პროტესტზე ცემისთვის“, — წერს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი