ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით უამინდობა 19-20 იანვარსაც გაგრძელდება

17 იანვარი, 2022 • 1512
ქვეყნის მასშტაბით უამინდობა 19-20 იანვარსაც გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ამინდის არახელსაყრელი პირობები.

სააგენტოს თქმით, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5- ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემი ხაზების მოყინვა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

ამასთან, სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი