ახალი ამბები

კოვიდინფიცირებულებისთვის რეგისტრაციის ახალი პორტალი ამოქმედდა

14 იანვარი, 2022 • 3105
კოვიდინფიცირებულებისთვის რეგისტრაციის ახალი პორტალი ამოქმედდა

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მოქალაქეებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად სპეციალურად შექმნილ პორტალზე – https://er.moh.gov.ge/ შეეძლებათ დარეგისტრირება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული ინფორმაციას 112 დაამუშავებს და შემდგომი მონიტორინგისთვის ოჯახის ექიმს გადასცემს.

პორტალი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა შეიმუშავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი