ნეტგაზეთი | დისკუსია საავტომობილო მაგისტრალთან დაკავშირებით დისკუსია საავტომობილო მაგისტრალთან დაკავშირებით – Netgazeti

დისკუსია საავტომობილო მაგისტრალთან დაკავშირებით

20 თებერვალს, 4 საათზე, თბილისში “მზიურის” პარკთან საავტომობილო  მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის წევრები Facebook–ზე შექმნილი ჯგუფის „გადავარჩინოთ მზიური“–ს წევრები  არიან. ისინი გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ. აღნიშნული ჯგუფი საიტზე ცოტა ხნის წინ შეიქმნა და დღეისთვის გვერდზე ფეისბუქის 1700 –ზე მეტი  მომხმარებელი გაწევრიანდა.

შაბათს, 4 საათზე “მზიურის” პარკთან საავტომობილო  მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის წევრები Facebook–ზე შექმნილი ჯგუფის „გადავარჩინოთ მზიური“–ს წევრები  არიან. ისინი გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ. აღნიშნული ჯგუფი საიტზე ცოტა ხნის წინ შეიქმნა და დღეისთვის ამ გვერდზე ფეისბუქის 1700 –ზე მეტი  მომხმარებელი გაწევრიანდა.

 10 თებერვალს ამ მაგისტრალის საკითხზე “netgazeti.ge”- ის ბლოგზე   დათო გოგიშვილის გამოქვეყნებულ პოსტს მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. ბლოგის  Facebook–ზე გაზიარების  შემდეგ  კი აღნიშნული ჯგუფის წევრთა რაოდენობა რამდენიმე ასეულით  გაიზარდა.

პოსტში, სახელწოდებით „საეჭვო მაგისტრალი“, ავტორი მაგისტრალის მშენებლობას გაუმართლებლად , ხოლო პრობლემის გადაჭრის ამ გზას არასწორ მიდგომად მიიჩნევს:

„გადატვირთული მოძრაობა ჭარბ ავტომობილთა არსებობით კი არ არის განპირობებული, არამედ სხვა მიზეზებით, როგორიცაა გაუმართავი სატრანსპორტო ქსელი, არადისციპლინირებული მძღოლები და ფეხითმოსიარულენი.“  წერს ის და აქვე  ეჭვქვეშ აყენებს პროექტის სანდოობას : „გულისხმობ პროექტის სამართლებრივ მხარეს და მის “საჯაროობას”, ანუ იმას, რომ ინფორმაცია პროექტის შესახებ ფაქტიურად არ არსებობს.“  ბლოგში გოგიშვილი მზიურის პარკის რეკრიაციულ დანიშნულებაზეც საუბრობს.

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალის სამუშაოები 2009 წლის ივნისში დაიწყო. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “შპს საქგზა მეცნიერება”ახორციელებს.  მაგისტრალი მდინარე ვერეს ხეობაში, ხოლო მისი მნიშვნელოვანი ნაწილი “ მზიურის” ტერიტორიაზე გაივლის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნია ქურთიშვილი