ახალი ამბები

ავლაბარში ავარიული სახლი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა

11 იანვარი, 2022 • 1780
ავლაბარში ავარიული სახლი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა

ავლაბარში, მეტეხის ქუჩაზე, სახლი ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად სახლში არავინ იმყოფებოდა მისი ავარიულობის გამო.

ნეტგაზეთს თბილისის მერიაში დაუდასტურეს, რომ არავინ დაშავებულა. ამასთანავე, უწყება ამბობს, რომ სახლიდან უკვე გაყვანილი იყო მოსახლეობა — 11 ოჯახი ქირით გადავიდა, ორმა ოჯახმა კი ქირაზე უარი თქვა.

მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ 2 ოჯახს ხელახლა შესთავაზებენ ქირით გასვლას.

მთავარი ფოტო: „მთავარი არხი“

მასალების გადაბეჭდვის წესი