ახალი ამბები

მსხვერპლი დიდია, მაგრამ სასოწარკვეთას არ მივეცეთ – ილია II პანდემიაზე

7 იანვარი, 2022 • 2294
მსხვერპლი დიდია, მაგრამ სასოწარკვეთას არ მივეცეთ – ილია II პანდემიაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2022 წლის საშობაო ეპისტოლეში, სხვა საკითხებთან ერთად, პანდემიაზეც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე
ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ.

უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს“, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

ეპისტოლეს სრული ვერსია წაიკითხეთი აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი