ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ორი კაცის ცხედარი იპოვეს

3 იანვარი, 2022 • 3314
ცხინვალში ორი კაცის ცხედარი იპოვეს

ქალაქ ცხინვალთან, ოკუპირებულ დასახლება ნოგყაუში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

როგორც დე ფაქტო უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, გარდაცვლილები იდენტიფიცირებულნი არიან, ისინი მანქანაში იპოვეს და მათ არ აღენიშნებოდათ ძალადობის ნიშნები.

ამასთანავე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი ასაკი 35 და 40 წელია, დამატებითი დეტალები კი ზუსტდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი