გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ძმის მკვლელობისთვის ძმა დააკავეს. შემთხვევა 31 დეკემბრის ღამეს მოხდა.
ადგილობრივი qartli.ge-წერს, რომ ბრალდებული იმავე ღამეს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.