ახალი ამბები

იმედს ვიტოვებ, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს – თოლორაია ინსპექტორის გაუქმებაზე

30 დეკემბერი, 2021 • 2341
იმედს ვიტოვებ, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს – თოლორაია ინსპექტორის გაუქმებაზე

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პარლამენტის მიღებულ კანონს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ვეტოს დაადებს.

ეს განცხადება ლონდა თოლორაიამ 30 დეკემბერს საღამოს, პარლამენტის მიერ უწყების გაუქმების შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.


პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს, თოლორაიას განცხადებამდე 1-2 საათით ადრე მიიღო.

მესამე მოსმენით, დაჩქარებულად რიგგარეშე სესიაზე გაიმართა. კანონის მიღებას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი წინააღმდეგ მისცა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა და მიიღო.


პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონისპროექტის დაჩქარებულად განხილვა, წინასწარი კონსულტაციების გარეშე, მიუღებელია.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ როგორც ქალი პრეზიდენტისთვის ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი