ახალი ამბები

გვარამია სააკაშვილის გორის საავადმყოფოდან გადაყვანაზე იუწყება

30 დეკემბერი, 2021 • 3956
გვარამია სააკაშვილის გორის საავადმყოფოდან გადაყვანაზე იუწყება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს.

“მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გაიტაცეს. მიმართულება უცნობია. მისი მდგომარეობა უცნობია”, – აცხადებს გვარამია.

პენიტენციური სამსახურს ჯერჯერობით არ გაუვცელებია ინფორმაცია სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანის თაობაზე.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს საპოლიციო ძალებმა, რომლებიც ადგილზე სააკაშვილის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ პატრულირებდნენ.

როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება სცადა. სააკაშვილის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მეორე დღეს განაცხადა, რომ მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ, თუმცა მსჯავრდებული არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას, აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი