ნეტგაზეთი | ცოტნე გამსახურდია სასამართლო პროცესს არ ესწრება ცოტნე გამსახურდია სასამართლო პროცესს არ ესწრება – Netgazeti
RU | GE  

ცოტნე გამსახურდია სასამართლო პროცესს არ ესწრება

ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი საათით გადაიდო, რადგან   დაცვის მხარე არ იცნობდა ოპერატიულ მასალებს,რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა. პროცესს არ ესწრება თავად ცოტნე გამსახურდია. ექსპრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე გამსახურდია სასამართლო დარბაზშია

ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი საათით გადაიდო, რადგან  დაცვის მხარე არ იცნობდა ოპერატიულ მასალებს,რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა.

მოსამართლემ ერთ საათიანი შესვენება გამოაცხადა რათა დაცვის მხარე გაცნობოდა ბრალდებას.

ცოტნე გამსახურდიამ უარი განაცხადა სასამართლოს სხდომაზე დასწრებაზე, თუმცა დამადასტურებელ აქტზე რომელიც სასამართლოაზე წარმოადგინეს,   არ იყო წარმოდგენილი ბრალდებულის ხელმოწერა – აცხადებს ადვოკატი ქეთი ბექაური. 

 ქეთი ბექაურმა პროცესზე იკითხა, თუ რატომ არ ახლდა აღნიშულ აქტს ბრალდებულის ხელმოწერა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ შეეძლო გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი.

სასამართლოს  ესწრება მანანა არჩაძე–გამსახურდია. პროცესზე დამსწრე ადამიანებს შორის არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: გუბაზ სანიკიძე, კახა კუკავა, ბიძინა გუჯაბიძე და სოსო შატბერაშილი.

პროცესი დაახლოებით ერთ საათში განახლდება.

დღეს დანიშნული სასამართლო სხდომა უნდა ყოფილიყო მოსამზადებელი, სადაც გადაწყდებოდა, გაერთიანდებოდა თუ არა გამსახურდიას მიმართ ორი სისხლის სამართლის საქმე და განიხილებოდა თუ არა ისინი ერთად.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია სამართალდამცავებმა 27 ოქტომბერს დააკავეს დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით.

გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს ბრალი. დაკავებული აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge