“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ააცხადებს, რომ ენმ-ს დასუსტების გარეშე ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამყალიბდება და განვითარდება.
კობახიძის განცხადებით, ენმ გამუდმებით ცდილობს დესტრუქციას ქვეყანაში. შესაბამისად, აუცილებელია მისი დასუსტება.
“მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილი გორში, იქნება თბილისში თუ კიევში, ისინი მაინც ამას [დესტრუქციას] ეცდებიან. შესაბამისად, ჩვენთვს მთავარია ერთადერთი რამ, ნაცმოძრაობა უნდა დასუსტდეს. ამისთვის არის ძალიან კარგი ორი წინაპრობა. ერთი ის, რომ საააკაშვილი არის ციხეში და ციხიდან მართვა არ არის ისეთი მარტივი როგორც თუნდაც კიევიდან. მეორე [წინაპირობა], 3 წელი არჩევნები არ იქნება. ამ ორი მოცემულობის გათვალისწინებით ნაცმოძრაობა აუცილებლად დასუსტდება. ეს აუცილებელი პირობაა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა ჩამყალიბდეს და განვითარდეს. სხვანაირად ეს არის შეუძლებელი. ერთადერთი გზა იქით, რომ დემოკრატიული სისტემის განვითარება უზრუნველვყოთ არის ის, რომ ნაცმოძრაობა უნდა დასუსტდეს. მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილი კიევშია, თბილისში, თუ ამსტერდამში, ის ყოველთვის მაოხრებელი მკვდრის როლშია. შესაბამისად ჩვენ ერთადერთი რაზეც უნდა ვიზრუნოთ, არის ის, რომ ნაცმოძრაობა უნდა დასუსტდეს და აქეთაა გეზი აღებული. ნაცმოძრაობა ყველაფერს აკეთებს თვითონ რომ თავი დაისუსტოს და ჩვენ მათ ხელი არ უნდა შევუშალოთ ამ კეთილშობილურ საქმეში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.
მან ასევე კომენტარი გააკეთა დისკუსიაზე ე.წ. შერიგების შესახებ. კობახიძის თქმით, აქ საუბარი უნდა იყოს შენდობაზე და არა შეიგებაზე.
“შერიგება ხდება ორ მხარეს შორის, რომლებმაც ერთმანეთს რაღაც დაუშავეს. ამ შემთხვევაში არის ერთი მხარე, რომელმაც მეორე მხარეს დაუშავა რაღაც. მეორე მხარეში გინდა თუ არა ჩვენს პარტიას არ ვგულისხმობ. მათ საზოგადოებას და ქვეყანას დაუშავეს”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ შენდობასაც აქვს თავისი წინაპრობები: დანაშაული აღიარება, ბოდიში და პოლიტიკიდან გასვლა.