ახალი ამბები

რიკოთზე საამქროს ჩამონგრევას 1 პირი ემსხვერპლა

22 დეკემბერი, 2021 • 1647
რიკოთზე საამქროს ჩამონგრევას 1 პირი ემსხვერპლა

დღეს ვერტყვიჭალაში ჩამოინგრა სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია, რის შედეგადაც საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

„დაშავებულები გადაყვანილი არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება“, – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი